რევიუების #1 პორტალი საქართველოში

წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

1.1 advance.ge განკუთვნილია იმ პირთათვის რომელთაც აქვთ სურვილი შეაფასონ ყველა და ყველაფერი, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა და სხვა ინტერესის მქონე ჯგუფებს;

1.2 საიტზე დარეგისტრირება  და მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს რომელიც ეთანხმება advance.ge –ის წესებს;

1.3 პირის მიერ advance.ge- ზე რეგისტრირება და ამ ვებგვერდის  გამოყენება ავტომატურად გულისხმობს რომ, იგი  ეთანახმება საიტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წესებს და პირობებს;

1.4 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს ნებისმიერი წესი, რომლის შესახებაც ეცნობება (ელ-ფოსტის მეშვეობით) საიტზე რეგისტირებულ ყველა წევრს;

1.5 წესებში  შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე;

1.6 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს თავისი მომხმარებლის მიერ:

  • განხორციელებული შეფასებების ობიექტურობა / სამართლიანობაზე;
  • პირადში თუ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსზე, ფორმასა და სიზუსტეზე;
  • ატვირთული მედია ფაილების საავტორო უფლებებზე;
  • საიტზე განხორციელებულ სხვა დანარჩენი ქმედებების ობიექტურობასა და შედეგებზე;
  • საიტზე განხორციელებულ ყველა სხვა ქმედებაზე.

 

ტერმინთა განმარტება

 2.1 საიტი - advance.ge

2.2  ედვანსელი/ედვენსელი - საიტზე რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მომხმარებლის კუთხიდან შეაფასოს საიტის სარეიტინგო სიაში განთავსებული ობიექტები.

2.3 ექსპერტი- ერთ ან რამდენიმე სფეროში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც  ახდენს საიტზე განთავსებული ობიექტების კომპეტენტურ ანალიზსა და შეფასებას.

2.4 ბიზნესმეგობარი - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურდიული პირი, რომელიც მართავს საიტზე განთავსებულ ერთ ან რამდენიმე შესაფასებელ ობიექტს.

2.5 PM - პერსონალური მესიჯი.

2.6 ნიკი / ნიკნეიმი - რეგისტრირებული პირის მიერ შერჩეულ ნამდვილი ან პირობითი სახელი.

 

აკრძალვები და შეზღუდვები

3.1 დაუშვებელია მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახით შეურაცხჰყოფის მიყენება;

3.2 აკრძალულია პოსტვის დროს უცენზურო სიტყვის (ხელმოწერის, ან ავატარის) ნებისმიერი სახით გამოყენება;

3.3 დაუშვებელია ყველანაირი "საქმის გარჩევა”;

3.4 აკრძალულია ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და საიტის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა;

3.5 აკრძალულია მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

3.6 აკრძალულია საიტზე ნებისმიერ სახით რეკლამის გაკეთება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

3.7 აკრძალულია PM-ის საშუალებით ე.წ. სპამის დაგზავნა;

3.8 აკრძალულია ერთზე მეტი ნიკით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვეს გააუქმოს ყველა ზედმეტი და დატოვოს მხოლოდ ერთი ნიკი მფლობელის არჩევნის მიხედვით;

3.9  აკრძალულია არათემატური კომენტარის გაკეთება;

3.10 აკრძალულია ერთი და იგივე კომენტარის ბევრჯერ გამეორება;

3.11 მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი პაროლი. მას არ აქვს უფლება გაასხვისოს ან სხვას გადასცეს მომხმარებლის პაროლი; წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს შედეგებზე;

3.12 აკრძალულია  როგორც ტექსტური (პირდაპირი თუ ირიბი) ისე ვიზუალური სახის პროვოკაციული ქმედებები;

3.13 აკრძალულია ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაცია ეს იქნება ტექსტური თუ ვიზუალური სახით;

3.14 პატივი ვცეთ სხვის ინეტლექტუალურ საკუთრებას და ნუ დავაკოპირებთ ტექსტებს ავტორის ნებართვის ან წყაროს მითითების გარეშე წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას  საიტის ადმინისტრაციის მხრიდან გატარდება შესაბამისი (ან ამოქმედდება  მკაცრი)  

3.15 ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაციის მხრიდან გატარდება შესაბამისი სანქციები;

3.16  საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს მომხმარებლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს საიტის წესები.