შეაფასეთ ყველაფერი!..

რევიუების #1 პორტალი საქართველოში

ედვენსელთა ბლოგები

საიტზე რეგისტრირებულ ყველა იუზერს შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ბლოგპოსტი
ახალი ბლოგპოსტები

ცეკვა უნდა გაგრძელდეს!

"წიგნები იარაღოს ნაცვლად, კულტურა ძალადობის ნაცვლად." ავტ: გილბერტ ადერი "ყველანი ქუჩაში", ეს მოწოდებაა 2003 წლის ფილმიდან, რომელიც ბერტოლუჩიმ 1968 წლის გაზაფხულის პარიზის სტუდენტურ გამოსვლებს მიუძღვნა. 2018 წლის 12 მაისის "შავი პარასკევი" არაფრით ჩამოუვარდება იდეურად პარიზში 50 წლით ადრე მომხდარს.საბჭოთა ცნობიერებისგან გათავისუფლება და ევროპულ ოჯახში შესვლა საკმაოდ გაგვიჭიანურდა ამ ინფორმაციულ ეპოქაში, სადაც დრო აჩქარებულია. რისი/ვისი ბრალია? - აბსოლუტურად ყველასი, თითოეული ჩვენგანის. ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მრავლად და ორგანიზებულად დადგებიან მალე, ზუსტად ამ დასავლურ კურსს ირჩევენ, სადაც კარგად ესმით, რას ნიშნავს იყო ინდივიდუალური, სამწუხაროა, რომ საბჭოთა ცნობიერების ადამიანებმა ეს აქცია ნარკორეალიზატორების სოლიდარობის გამომხატველად მიიჩნია და ვერ დაინახა, რა დიდი კულტურული რევოლუცია შეიძლება მომხდარიყო.